Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს
ambebi.ge
11 December 2017, 11:20
ფსორიაზი კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელითაც ბევრი ადამიანი იტანჯება. ზუსტი ცნობები საქართველოში ამ დაავადების გავრცელების შესახებ არ არსებობს, მაგრამ 1998-2000 წლებში კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ანალიზით, ფსორიაზის ხვედრითი წილი პროცენტებში ასე გამოიყურებოდა - 3,0-3,5%. აშშ-ში მოსახლეობის 2%-ს ეს დაავადება აწუხებს. იგი თანაბრად გვხვდება კაცებში და ქალებში და 10-დან 40 წლამდე ვლინდება, თუმცა მისი საწყისი გამოვლენა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში.

დაავადების შესახებ უფრო ვრცლად ირაკლი კუტალია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატო-ვენეროლოგი გვესაუბრება:

"ფსორიაზის გამომწვევი ზუსტი /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); მიზეზი დღემდე დაუდგენელია, თუმცა მეცნიერები თანხმდებიან იმ აზრზე, რომ ამ დაავადების განვითარების ფაქტორები გენეტიკური მიდრეკილება, გარემო ფაქტორები და იმუნური სისტემაა, აგრეთვე ნერვიულ ფსიქოლოგიური ფონი და უმეტეს შემთხევაში, ამ დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი სტრესია. ფსორიაზი ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით, პერიოდული გამწვავებებით და რემისიებით".

ექიმის თქმით, ამ დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ბალთოვანი გამონაყარი მთელ სხეულზე (გენერალიზებული ფსორიაზი), თუმცა არსებობს სხვა ფორმებიც... მისი ძირითადი სიმპტომებია: ქავილი, აქერცვლა, ჰიპერემია (სიწითლე). დაავადება ბალთოვანი ელემენტებისა და აქერცლილი უბნების სახით ვლინდება.

"იმის გამო, რომ ქრონიკული დაავდებაა, ფსორიაზის სრული განკურნება არ ხდება, თუმცა სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ხანგრძილვი რემისია მიიღება, რომელიც შეიძლება წლები გაგრძელდეს, რაც ზოგი პაციენტისთვის განკურნების ტოლფასია," - გვეუბნება ექიმი და განგვიმარტავს, თუ როგორ უნდა წარიმართოს მკურნალობის პროცესი. მისი თქმით, ერთ-ერთი მედიკამენტოზურ მეთოდთან ერთად, მკურნალობისას წამყვანი როლი ფოტოთერაპიას უჭირავს, რომელიც ბევრი წელია, ამერიკისა და ევროპის მრავალ ქვეყანაში წარმატებით არის აპრობირებული. ფოტოთერაპია ეს არის ულტრაიისფერი სხივების განსაზღვრული რაოდენობა, აქვს ადგილობრივი სამკურნალო ეფექტი და ხანგრძლივი რემისიის უნარი. ასევე არის სრულიად უსაფრთხო მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მინიმუმამდე დავიყვანოთ ჰორმონის მიღების საჭიროება ან სრულად გამოვრიცხოთ ჰორმონის გამოყენება მკურნალობის დროს".

- ფსორიაზმა სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე შეიძლება იჩინოს თავი?
- ამ დაავადებამ შეიძლება თავი იჩინოს სხეულის ნებისმიერ ადგილას, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ლოკაცია არის იდაყვი, მუხლი, თავის თმიანი არე, წელის მიდამო, ხელის მტევანი და ფეხის ტერფი.

- რა არის ამ დაავდების პრევენცია?
- ფსორიაზის პრევენცია არის სტრესის თავიდან აცილება, ინდივიდუალურად შერჩეული სწორი კვება, სწორი ცხოვრების რიტმი, ძილის მოწესრიგება.
ამ დაავადების პრევენციად შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩაითვალოს, თუმცა რადგანაც ფსორიაზი ამოუცნობი გენეზის დაავადებაა, ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს, პირველივე სიმპტომის დროს საჭიროა ექიმთან ვიზიტი და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ქრონიკული დაავადებაა, ფსორიაზი განაჩენი არ არის!

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი